ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ტერორისტები უნივერსიტეტს დაესხნენ თავს


დღეს, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, უნივერსიტეტზე ბომბით და ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ ჩარსადაში, „ტერორისტთა“ ოთხკაციანი ჯგუფი, დილის 9 საათზე ბაჩა ხანის უნივერსიტეტში შეიჭრა და მასწავლებლებს და სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის რეგიონული გენერალური ინსპექტორის მოადგილემ თქვა, რომ თავდამსხმელთა შორის, სულ მცირე, ორი თვითმკვლელი ამფეთქებელი იყო.

XS
SM
MD
LG