ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო


ბერლინში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით "10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ". რეზოლუცია ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ინიცირებით შევიდა.

დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, ხმის უმრავლესობით დამტკიცებული რეზოლუცია, მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული შეთანხმების პირობები. ეუთო ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების: ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობებს, ითხოვს მათი საქმის გამოძიებაში ჩაურევლობას და სამართლის აღსრულებას.

საპრალამენტო ასამბლეა თავად ეუთოსაც მოუწოდებს, გააძლიეროს ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელების ძალისხმევა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასამბლეა მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და საოკუპაციო ხაზით დაშორებული საზოგადოების დაახლოებას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG