ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპრა უინფრი ამერიკის პრეზიდენტობას არ გეგმავს


ამერიკელებში "ოქროს გლობუსის" ცერემონიის შემდეგ გაჩენილი იმედი, რომ ოპრა უინფრი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მალე გაქარწყლდა. ჟურნალთან „ინ-სთაილ“ ინტერვიუში პოპულარულმა ჟურნალისტმა, ბიზნესმენმა და მსახიობმა თქვა: „ეს არ არის ის, რაც მე მაინტერესებს... ეს ჩემი საქმე არ არის“.

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ოპრა უინფრიმ ისიც აღნიშნა, რომ მას დაუკავშირდნენ და საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვაში დახმარება შესთავაზეს. სპეკულაციამ მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შესახებ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ ოპრა უინფრის სახელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც კი მოხვდა. რამდენიმე გამოკითხვა აჩვენებს, რომ ოპრა პოპულარობით პრეზიდენტ ტრამპს დიდი განსხვავებით დაამარცხებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG