ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ონლაინ კრიტიკა დასჯადი ხდება


კრემლის მიერ კონტროლირებულმა რუსეთის დუმამ ორი კანონპროექტი გამოიტანა, რომლებიც მთავრობის ონლაინ კრიტიკას კრძალავს და ციხეში აგზავნის ან აჯარიმებს მათ, ვინც მთავრობის შესახებ არასწორ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

სახელმწიფო დუმამ ეს კანონპროექტები 7 მარტს გამოსცა. მოსალოდნელია, რომ მათ ფედერაციის საბჭოც დაამტკიცებს, რის შემდეგაც კანონპროექტები პრეზიდენტ პუტინს გადაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში, კანონის ძალას შეიძენს.

ოპონენტები კანონპროექტებს კრემლის მორიგ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც კრიტიკის ჩასახშობად და კონტროლის გასამტკიცებლად არის მიმართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG