ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

BP დაბინძურებული სანაპიროების გაწმენდას ცდილობს


ბრიტანეთის ნავთობკომპანიას „ბრითიშ პეტროლიუმს“ მექსიკის ყურეში ჭაბურღილის დაზიანებით გამოწვეული დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა მილიარდ ორასორმოცდაათი მილიონი დოლარი დაუჯდა.

კომპანიის მესვეურთა განცხადებით, ამ ხარჯებში არ შედის ის სამას სამოცი მილიონი დოლარი,რომელიც ლუიზიანას შტატის სანაპიროსა და ოკეანეს შორის დამცავი ჯებირის აშენებაზე დაიხარჯება.

ნავთობის გიგანტური კომპანია აცხადებს,რომ გასულ ხუთშაბათს დამონტაჟებულმა მილის სარქველმა ოკეანეში თექვსმეტი ათას ექვსასი ბარელი ნავთობის გადმოდინებას შეუშალა ხელი.

ოფიციალური მონაცემებით, ჭაბურღილიდან ოკეანეში დღემდე ყოველდღიურად ცხრამეტი ათასი ბარელის ოდენობის ნავთობი ჩაედინება.

XS
SM
MD
LG