ნავთობის იმპორტზე დამოკიდებული აზიის რეგიონის ქვეყნებში ინფლაციაა მოსალოდნელი, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია.
გაეროს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკის და სოციალური საკითხების კომისიის უფროსი ეკონომისტი აინულ ჰასანი აღნიშნავს რომ ფასების ზრდა ნავთობზე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება ახლო აღმოსავლეთში
‘’ ფასები საწვავზე დიდადაა დამოკიდებული რეგიონში სიტუაციაზე, მსგავს გაურკვეველ გარემოში მოსალოდნელია ზოგიერთი შეფერხებები. ზოგიერთ ქეყანაში დაძაბულობა რამდენიმე კვირას შეიძლება გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში თუ მოვლენები უფრო მეტად გაიჭიმება დროში, ეს რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს ფასებზე. მაგრამ დავიტოვოთ იმედი რომ მსგავსი რამ არ მოხდება.“
როგორც ბატონი ჰასანი აღნიშნავს ნავთობზე ფასების ზრდა სურსათის გაძვირებასთანაცაა კავშირში. ამ უკანასკნელს კი ექსპერტები სხვადასხვა ქვეყანაში სტიქიური უბედურებითა და სურსათზე მზარდი მოთხოვნილებით ხსნიან.
თავის მხრივ მსოფლო ბანკი შეშფოთებით აღნიშნავს სურსათზე ფასების მატებას და ამ ტენდენციის მომავალში გაგრძელების შესაძლებლობას აღნიშნავს. აზიაში ამან მილიონობით ადამიანზე უკვე უარყოფითად იმოქმედა. მომავალი წელი ექსპერტების პროგნოზებით, უფრო მძიმე იქნება, და მრავალ ადამიანს სიღარიბე ემუქრება. როგორც ეკონომისტი საპავუდ სეჩუა აღნიშნავს აზიის ეკონომიკური ზრდა დიდადაა დამოკიდებული ექსპორტზე, ამიტომაც მგრძნობიარეა ნავთობზე გაზრდილი ფასების მიმართ
"ლიბიაში და სხვა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში არეულობის ფონზე მსოფლიოში ნავთობზე ფასები იზრდება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მთლიანად რეგიონზე.''
2007 წლის ივლისში ავიაციის ინდუსტრიამ დიდი ზარალი განიცადა როდესაც ერთ ბარელ ნავთობზე რეკორდული ფასი 147 დოლარი დაფიქსირდა. შემდეგ იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი , რასაც მოჰყვა მგზავრების რაოდენობის მნიშვენლოვანი შემცირება . შესაბამისად ინდუსტრიამ აქაც დანაკარგი განიცადა. უკქანასკნელი დღეების განმავლობაში საფონდო ბირჯებზე ავიაინდუსტრიის აქციების ფასებმაც იკლო.
ექპერტებს მიაჩნიათ რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მდგომარეობა გაურკვეველი იქნება. იმისათვის, რომ მდგომარეობა ჩვეულს დაუბრუნდეს გარკვეული დროა საჭირო.
მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება დღეში 90 მილიონ ბარელს შეადგენს. ლიბია ამ რაოდენობიდან 1 მილიონის ექსპორტს ახორციელებს.
რაც შეეხება სურსათზე ფასების ზრდას და საერთო მძიმე ეკონომიკურ მდომარეობას, ამან ბოლო ხანებში ახლო აღმოსავლეთში მოსახლეობის საპროტესტო ტალღა გამოიწვია. აღმოსავლეთ აზიაში მრავალი სახელმწიფო ინფლაციის ზღვარზეა. კრიზისული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ეს ქვეყნები საპროცენტო განაკვეთის გაზრდას და იმპორტის შეკვეცას მიმართავენ . რაც თავის მხრივ ინფლაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს