ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდა ოდესაში?


გადამწვარი პროფკავშირის შენობა, ოდესა, 4 მაისი, 2014
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 32 პრო-რუსი მოპროტესტე, რომლებიც მაისის დასაწყისში ოდესის პროფკავშირის შენობაში გაჩენილი ხანძრისას გარდაიცვალა, შესაძლოა, ქლოროფორმით მოწამვლის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი საკალმა თქვა, რომ საგამოძიებო ჯგუფმა ქლოროფორმი გადამწვარ შენობაში აღმოაჩინა.

ექსპერტების დამოწმებით, საკალმა აღნიშნა, რომ ქლოროფორმის შესუნთქვა სუნთქვას აფერხებს, და სწორედ ასე მოხდა აღნიშნული შემთხვევის დროს. მან დასძინა, რომ 32 ადამიანი უჰაერობით და გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რაც "დაუდგენელი ნივთიერებით" და არა მაღალი ტემპერატურით იყო გამოწვეული.

მისი თქმით, ქლოროფორმი შენობაში რამდენიმე დღე იყო მოთავსებული.

2 მაისს ოდესაში სულ 48 ადამიანი დაიღუპა, როცა პრო-რუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მომხრეებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას პროფკავშირის შენობის ხანძარი მოჰყვა. 32 ადამიანის გარდა, რომელიც შენობაში დაიღუპა, 10 შენობებიდან გადმოხტომისას გარდაიცვლა, 6-ს კი ქუჩაში სასიკვდილო ტყვია მოხვდა.

საკალის თქმით, ორივე მხარე მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა.

ინციდენტის გამო დაკავებულია 12 ადამიანი, 22-ს კი ძალადობაში მონაწილეობა ბრალდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს და გაეროს მოუწოდა ოდესაში მომხდარი ძალადობის გამოძიების გამჭვირვალეობა უზრუნველყონ.
XS
SM
MD
LG