ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის მორიგი ბრძანება რუსეთის ჯარებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს უკრაინის საზღვართან დისლოცირებულ სამხედრო დანაყოფებს საკუთარ ბაზებზე დაბრუნება უბრძანა. კრემლმა ეს განკარგულება უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას დასავლეთი მკაცრი კრიტიკით შეხვდა.

ნატო აცხადებს, რომ ამ დრომდე ჯარების დემობილიზაციის ნიშნები არ ჩანს.

კრემლმა ასევე მოუწოდა კიევს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და პოლიციის დანაყოფები კვლავ ცდილობენ ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსული სეპარატისტების მიერ გამოწვეული დაძაბულობის დარეგულირებას.
XS
SM
MD
LG