ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თემურ ჩხეიძეს 9 ივნისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ


თემურ ჩხეიძე

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში 9 ივნისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დღეს საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოჩენილი რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდები 12-დან 15 საათამდე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

სხვადასხვა დროს თემურ ჩხეიძე იყო ზუგდიდის, მოზარდ მაყურებელთა, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების რეჟისორი. თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი. ის ითხოვდა, რომ თეატრალურ აფიშებზე არ დაეწერათ რეჟისორის რეგალიები, როგორიცაა სახალხო არტისტი, სხვადასხვა პრემიის ლაურეატი და ა.შ, არამედ მხოლოდ - "რეჟისორი თემურ ჩხეიძე".

ბოლო წლებში ის რუსეთში საქმიანობდა. 1991 წლიდან სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი იყო, 2004 წლიდან - მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში კი - სამხატვრო ხელმძღვანელი. ეს თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG