ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლინ პაუელი, სამხედრო ლიდერი და აშშ-ის პირველი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი გარდაიცვალა


პირველი ამერიკელი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი, რომლის ლიდერობით, ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ვითარდებოდა მე-20 საუკუნის ბოლო წლებში და ასევე, 21-ე საუკუნის დასაწყისში, კოვიდ-19-ის გართულებების შემდეგ გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო.

პაუელის ოჯახმა გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ გარდაიცვალა გამორჩეული და მოსიყვარულე მეუღლე, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი მოღვაწე. ოჯახის წევრები აქვე ემადლიერებიან სამედიცინო პერსონალს მათი მზრუნველობისა და მკურნალობისთვის.

განცხადებაში მითითებულია, რომ კოლინ პაუელი სრულად ვაქცინირებული იყო კოვიდ 19-ის ინფექციის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG