ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკის ბოლო თეთრკანიანი პრეზიდენტი, ნობელიანტი ფრედერიკ დე კლერკი, გარდაიცვალა


ფრედერიკ ვილემ დე კლერკი

ფრედერიკ ვილემ დე კლერკი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ის შევიდა, როგორც ქვეყნის ბოლო თეთრკანიანი პრეზიდენტი, რომლის დამსახურებითაც აპარტეიდის რეჟიმის დასრულება და შავკანიანი ნელსონ მანდელას ხელისუფლებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა.

სწორედ ნელსონ მანდელასთან ერთად დააჯილდოვეს ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი - 1993 წელს ფრედერიკ დე კლერკს ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობისთვის ბრძოლაში. უმაღლესი ჯილდო მას და ნელსონ მანდელას, აპარტეიდის რეჟიმის მშვიდობიანი შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის გამო და სამხრეთ აფრიკის ახალი, დემოკრატიული რესპუბლიკის საფუძვლის ჩაყრისთვის მიენიჭათ.

დე კლერკის ფონდის ცნობით, ის კიბოსთან ბრძოლის გამო ხუთშაბათს გარდაიცვალა. მანდელას ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დე კლერკის სახელი "ნელსონ მანდელასთან ერთად, სამუდამოდ შევიდა სამხრეთ აფრიკის ისტორიის მატიანეში".

სამძიმარი გამოაქვეყნა ქვეყნის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამაც, რომლის მიხედვითაც, ფრედერიკ დე კლერკმა თავისი "მამაცი გადაწყვეტილებით", ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაში "გადამწყვეტი როლი ითამაშა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG