ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქვს თუ არა გამარჯვების შანსები მიტ რომნის მიჩიგანში?


ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მიჩიგანში ბარაკ ობამა მიტ რომნის უსწრებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ნოემბრის საპრეზიდენტო არჩვნებში ზაქარი ჰარნერი თავის პოზიციას დააფიქსირებს.

მისი თქმით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობას და ხმას მიჩიგანელ მიტ რომნის მისცემს.

„ეს ადამიანი აქ, დეტროიტში დაიბადა. მამამისი მიჩიგანის გუბერნატორი იყო.“ თავად ჰარნერი მიჩიგანის დასავლეთიდან არის. სწორედ ფერმაზე ცხოვრებისას შეიტყო მან შრომის ფასი და ის ღირებულებები, რომლებსაც მისთვის დღეს რომნი ანსახიერებს.

„ყოველ დილით 3 საათზე ვდგები, შინ ღამის 10 საათზე ვბრუნდები. მე ვიცი, თუ რას ნიშნავს მძიმე შრომა და რომნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

რეგიონებისგან განსხვავებით, მიტ რომნის ასეთ ძლიერ მხარდაჭერას მიჩიგანის უდიდეს ქალაქ დეტროიტში იშვიათად წააწყდებით. დეტროიტი სამი ყველაზე მსხვილი ამერიკული ავტომწარმოებლის სამშობლოა.

2008 წელს, როცა ავტოინდუსტრიის მესვეურები მთავრობას გადარჩენის და გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით მიმართავდნენ, მიტ რომნიმ „ნიუ ოირკ თაიმსში“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის მთავრობის დახმარების წინააღმდეგ ილაშქრებდა ავტომწარმოებლების გადარჩენის მიზნით. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩა ბევრ მაცხოვრებელს დეტროიტში, რომლებიც თვლიან რომ რომნის მშობლიურ ადგილებში სამუშაო კადრების დიდი უმრავლესობა სწორედ მთავრობის ფინანსური დახმარების შედეგად გადარჩა.

ჯორჯ მაქგრეგორი ავტოინდუსტრიის მოხელეთა პროფკავშირის მეთაურია. მისი აზრით, „მიჩიგანი მისი მშობლიური შტატია. თუმცა, იგი აქ არჩევნებს ვერ მოიგებს.“

ავტოინდუსტრიის პროფკავშირი ორი ათასამდე ამჟამინდელ მოხელეს და ხუთი ათას ყოფილ თანამშრომელს აერთიანებს. მაქგრეგორი გვეუბნება, რომ მისი მეგობრები კიდევ უფრო მეტად გაანაწყენა რომნის განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ამერიკელების 47 პროცენტი მთავრობის პოლიტიკის მსხვერპლი და მის დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანები არიან.

„ჩემი კოლეგები სწორედ ამ 47 პროცენტს წარმოადგენენ, ჩვენ ყველას გული გვეტკინა ამ განცხადებების შემდეგ. ამერიკელები ასეთ განცხადებებს ერთმანეთის შესახებ არ უნდა აკეთებდნენ.“

მისი თქმით, რომნის მიერ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ჯანდაცვის სფეროში და თავად რომნის მხარდაჭერის ნაკლებობა - ავტოინდუსტრიის გადასარჩენად ბარაკ ობამას გამარჯვების გარანტიაა მიჩიგანში.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, მაიქლ ჰიანი ამასვე ამბობს: „მიჩიგანში დაძაბულ ბრძოლას არ უნდა ველოდოთ. აქ ყველაფერი უფრო და უფრო ნათელი ხდება. ბარაკ ობამას უპირატესობა ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი მომხრეების მიერ გამოხატული მხარდაჭერა ამავე შტატში.“ ამ მოველანას იგი ასე ხსნის:

„ეკონომიკურმა სიდუხჭირემ პრეზიდენტ ობამას რეიტინგებზჩე დიდი გავლენა იქონია. ადამიანებმა დიდი რეცესიის გამო იზარალეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეცესია ობამას გაპრეზიდენტებამდე დაიწყო, მოქალაქეები მას პასუხს თხოვენ მომხდარის გამო. ამდენად, ეკონომიკური ფაქორები გავლენას იქონიებს ობამას მეორე ვადით არჩევაზე.“

ჩვენს მიერ სიუჟეტის დასაწყისში ნახსენები ზაქარი ჰარნერი კი, პოლიტიკური მიმომხილველებისგან განსხვავებით იმედოვნებს, რომ სწორედ სავალალო ეკონომიკური სიტუაცია დაეხმარება მიტ რომნის არჩევას და რომ მიჩიგანელები ამ კანდიდატის უპირატესობაში პირველი სატელევიზიო დებატების დროს დარწმუნდებიან.
XS
SM
MD
LG