ნიუთაუნში გასულ პარასკევს შეიარაღებული მამაკაცი დაწყებით სკოლაში შეიჭრა, სადაც 20 ბავშვი და სკოლის 6 თანამშრომელი მოკლა, ვიდრე თავს მოიკლავდა.
პრეზიდენტი ობამა მგლოვიარე ქალაქს შეუერთდა და ქალაქი მოსახლეობასთან შეხვედრისას სიტყვით გამოვიდა:
„მე ნიუთაუნში ჩამოვედი მთელი ერის სიყვარულისა და ლოცვების თქვენთვის გადმოსაცემად. ვიცი, რომ სიტყვებით ვერ ვანუგეშებ თქვენს უძირო სევდას და ვერაფერი გაამართელებს თქვენს გატეხილ გულებს. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ იმის ცოდნამ, ჩვენც თქვენთან ერთად ვგლოვობთ, იქნებ ტკივილი ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ.“
სიტყვით გამოსვლამდე პრეზიდენტი სენდი კუკის დაწყებით სკოლაში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.