ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელმა ფიცი დადო


პრეზიდენტი ობამა დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს სწორედ ასეთი თავდაცვის მდივანი სჭირდება

თავდაცვის მდივნის პოსტზე შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ჩაკ ჰეგელმა დღეს საზეიმო ფიცი დადო.

ჰეგელის დამტკიცების პროცედურა ორი კვირის მანძილზე გაიწელა, რადგან რესპუბლიკელ სენატორებს გარკვეული კითხვები აწუხებდათ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მისი ზომიერი დამოკიდებულების გამო.

ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი ჩაკ ჰეგელს ისრაელის მიმართ ზედმეტად კრიტიკულ დამოკიდებულებაშიც ადანაშაულებს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს სწორედ ასეთი თავდაცვის მდივანი სჭირდება, რომელიც ღირსეულად უწინამძღოლებს ამერიკელ ჯარისკაცებს.
XS
SM
MD
LG