ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი გამოკითხვის შედეგები


გამოკითხულთა 49 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის კანონი უნდა გაუქმდეს.

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის ახალი სარეფორმო კანონმდებლობა სინამდვილეში გადასახადების მატების ტოლფასია.

ქუინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55 პროცენტი ამ კანონმდებლობას გადასახადის მატებად თვლის, თუმცა გამოკითხულთა 36 პროცენტს ეს ასე არ მიაჩნია.

გამოკითხულთა 49 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს.
რაც შეეხება საემიგრაციო პოლიტიკას, გამოკითხული ამერიკელი ამომრჩევლის ორ მესამედს სურვილი აქვს, რომ მათ შტატებში საემიგრაციო კანონი არიზონას საემიგრაციო კანონს დაემსგავსოს. არიზონაში მიღებული კანონის თანახმად, კი პოლიციელოი ვალდებულია სხვა მიზეზით დაკავებულ ადამიანს, ეჭვის შეტანის შემთხვევაში საემიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს.
XS
SM
MD
LG