ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავა აშშ-ის ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ


244 -185-ის წინააღმდეგ: ასეთი შედეგით დამთავრდა ოთხშაბათის კენჭისყრა ამერიკელი რესპუბლიკელი კანონმდებლების წარმატებით

რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 33-ჯერ უყარა კენჭი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას. 244 -185-ის წინააღმდეგ ასეთი შედეგით დამთავრდა ოთხშაბათის კენჭისყრა რესპუბლიკელების წარმატებით. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმა ძალიან ძვირი დაუჯდება ამერიკას და თანაც არ შექმნის სამუშაო ადგილებს. დემოკრატთა ლიდერი ნენსი პელოსი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ რეფორმის შესახებ კანონის გაუქმება "ფუჭი" მცდელობაა, რადგანაც დემოკრატების მიერ კონტროლირებადი სენატი ხმას არ მისცემს რესპუბლიკელთა ინიციატივას.

XS
SM
MD
LG