ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ფისკალური კრიზისის წინაშეა


ბიუჯეტის თაობაზე შეთანხმება თუ არ შედგა, ამერიკაში სეკვესტრის რეჟიმი ავტომატურად ძალაში შედის

შეერთებულ შტატებში დღეს პრეზიდენტ ობამას გამოსვლას ელოდებიან, რომელმაც მოხსენება ეკონომიკის შესახებ უნდა გააკეთოს. 1 იანვარს ქვეყანა ფისკალური კრიზისის წინაშე დგება. ბიუჯეტის თაობაზე შეთანხმება თუ არ შედგა, ამერიკაში სეკვესტრის რეჟიმი ავტომატურად ძალაში შედის.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შეერთებული შტატები კვლავ ეკონომიკური რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კონგრესის წევრებს საბიუჯეტო გეგმის განხილვას დათქმულ ვადებზე უფრო ადრე სთხოვს. ის კვლავ შეეცდება გადასახადები გაუზარდოს იმ ამერიკელებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 250 ათასს აჭარბებს. რესპუბლიკელები ამ ნაბიჯს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სოციალური დაცვის და სამედიცინო დაზღვევების დარგში გარკვეული დათმობების ხარჯზე მათ შორის შეთანხმება შესაძლოა მაინც მოხდეს.
XS
SM
MD
LG