ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკებას დაიწყებს


მთავარი საკითხი ეკონომიკა და ქვეყნის უზარმარაი დავალიანება იქნება

ხელახალი ვადით არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. მთავარი საკითხი ეკონომიკა და ქვეყნის უზარმაზარი დავალიანება იქნება. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარაკ ობამამ გამარჯვებიდან მეორე დღესვე წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს დაურეკა და საბიუჯეტო საკითხებზე დიალოგის დაწყება შესთავაზა. ობამას სურს რომ თავიდან იქნას აცილებული ბიუჯეტის ავტომატური შეკვეცა და გადასახადების გაზრდა. ეკონომისტები შიშობენ, როპ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაძლოა შეერთებული შტატების ეკონიმიკა ისევ რეცესიის ეპოქაში დააბრუნოს.
XS
SM
MD
LG