ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამამ სირიაზე ისაუბრა


Obama US Syria
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაში არასაფრენი ზონის დაწესების ეფექტურობაზე ეჭვი გამოხატა. გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ავიაციის შეზღუდვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები „პრობლემას ვერ გადაჭრის“. მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ინარჩუნებს ყველა შესაძლო ნაბიჯის შესაძლებლობას და შეერთებული შტატები ფრთხილად იმოქმედებს.
თეთრ სახლს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება სირიაში არასაფრენი ზონის დაწესების შესახებ. სავარაუდოდ ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგება სირიის მთავრობის მოკავშირე რუსეთი. შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისინი გეგმავენ სირიელი ამბოხებულების შეიარაღებას, მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა.
XS
SM
MD
LG