ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საღვთო ომის საშიშროება იზრდება


ლიბანური ჰესბოლას მოქმედება სირიაში რეგიონში პორბლემებს ქმნის

ეგვიპტეში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ჩამოდგების შესახებ მოსაზრებებს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ქაიროდან მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ჯერჯერობით ისევ გაურკევველია, რამდენად შორს წავა ეგვიპტე ასადის წინააღმდეგ მიმართულ ზეპირისიტყვიერ კამპანიაში.

სირიის სამოქალაქო ომმა სულ უფრო ჩაითრია გარე ძალები, როგორც ცალკეული მებრძოლები, ისე რეგიონალური და საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებიც ასადის წინააღმდეგ იბრძვიან.

ბოლო დროს ეგვიპტემ თავისი როლი გააქტიურა თუმცა მისი გზავნილი ორაზროვანია.

პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ისედაც დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა სირიის ხელისუფლებასთან უკვე გაწყვიტა. მან ასევე ბაშარ ალ-ასადის მხარეს ლიბანური ჰეზბოლას მებრძოლების მონაწილეობა დაგმო სირიის კონფლიქტში.

მოჰამედ მორსი: ჰეზბოლამ სირია უნდა დატოვოს. ამას სერიოზულად ვამბობ, სირიაში ჰეზბოლას ადგილი არ არის.

სირიის კონფლიქტში შიიტური სამხედრო დაჯგუფებების ღია მხარდაჭერამ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპრების კონტურები გამოკვეთა.

ეგვიპტის გავლენიანმა შეიხმა იოსეფ ალ-ქარადავიმ სუნიტებს სირიაში ჯიჰადის დაწყებისკენ მოუწოდა.

ეგვიპტის მაღალჩინოსანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ეგვიპტელებს სირიაში ბრძოლის დაწყება შეუძლიათ. თუმცა ისლამისტი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს იმას, რომ ქვეყანაში სადაც დომინანტურია სუნიტების გავლენა, საღვთო ომი შეიძლება პასუხი იყოს.

მოჰამედ სუდანი მუსლიმთა საძმოს თავისუფლების და სამართლიანობის პარტიის წარმომადგენელია. იგი ამერიკის ხმასთან საუბრობს.

მოჰამედ სუდანი: მათი სურვილია მუსლიმების სულები გადაარჩინონ. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მოწინააღმდეგე ასევე მუსლიმია. ასე რომ გამოდის რომ მუსლიმები ერთმანეთს კლავენ.

პრეზიდენტმა მორსიმ ისინი მკაცრად გააფრთხილა.

მოჰამედ მორსი: სირიის მოსახლეობას განადგურება და ეთნიკური წმენდა ემუქრება, რომელიც რეგიონალური და საერთაშორისო ძალებით იმართება, მათ არ ანაღვლებთ სირიელი ხალხის ბედი.

ეგვიპტის ლიდერს მთავრობისთვის არანაირი მითითება არ მიუცია იარაღის გაგზავნის თაობაზე, არ არის საუბარი არც სამხედრო ძალის გადასროლის შესახებაც. ამის ნაცვლად მან მხარებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

მოჰამედ სუდანი: საკითხის მოგვარება დიალოგით არის შესაძლებელი, უნდა ვაიძულოთ ბაშარ ალ-ასადი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. უსაფრთხო გამოსავალი ვიპოვოთ მისთვის და მისი ხალხისთვის, სირიელი მოსახლეობის გადასარჩენად, რომ კიდევ უფრო არ მოხდეს ომის ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მხარეს მსხვერპლი ისევ გაიზრდება.

მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები უკვე ისე დაძველდა როგორც თავად ომი, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება. ომის რიტორიკა და სექტანტური მოქმედებები სულ უფრო აქტიურდება. ომის დასრულების მცდელობები კი ამ ეტაპზე არაეფექტური ჩანს.
XS
SM
MD
LG