პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი რამდენიმე საათში (14:10) პრეზიდენტ ობამას ხვდება. თეთრ სახლში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი ვაშინგტონს და ისლამაბადს შორის არსებული რთული ურთიერთობის მოწესრიგებაა.
შეერთებულმა შტატებმა კეთილი ნების ნიშნად და პაკისტანთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, აქამდე გაყინულ, 300 მილიონი დოლარის ფონდს გაუხსნა გზა, რომელიც პაკისტანის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის იყო გამოყოფილი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2011 წელს პაკისტანის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიძაბა, რომლის შედეგადაც ოსამა ბინ-ლადენი იქნა ნეიტრალიზებული. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დრონების შეტევის გამო ავღანეთის საზღვართან პაკისტანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
„ჩემი მიზანია, ამ ურთიერთობას ნდობის დეფიციტის ტვირთის უკან მოტოვებით მივუდგე“ - განაცხადა ნავაზ შარიფმა სამშაბათს, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის თქმით, პრეზიდენტ ობამას იმედი აქვს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა „სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული პაკისტანის მომავლის შენების საქმეს მოხმარდება, რაც რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“.