ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერის პროტესტი


I

ამერიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, რიჩარდ ჰოგლანდი პაკისტანის საგარეო უწყებაში დაიბარეს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების მოქმედების გამო ოფიციალურ პროტესტს აცხადებს. პრემიერმა შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, რიჩარდ ჰოგლანდი პაკისტანის საგარეო უწყებაში დაიბარა.

შაბათს დრონების კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა, რომლის გამო, პაკისტანის ოფიციალური წყაროების მიხედვით 7 ადამიანი დაიღუპა. 2 სარაკეტო გასროლა ავღანეთის საზღვართან მდებარე ვაზირისტანის რეგიონში მოხდა. ეს ბოლო 2 კვირის მანძილზე უკვე მეორე იერიშია, რომელშიც პაკისტანის მხარე ამერიკულ დრონებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG