ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას ცდილობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ -ბენიამინ ნეთანიაჰუს- ხვდება

პრეზიდენტი ობამა კიდევ ერთხელ შეეცდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. დღეს ის თეთრ სახლში ისრაელის პრემიერს -ბენიამინ ნეთანიაჰუს- იღებს.

შეერთებული შტატების ლიდერი ცდილობს ისრაელის პრემიერი მოლაპარაკებათა ფინალურ რაუნდზე დაითანხმოს, რომელიც პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. ამ საკითხებზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ჩაიშალა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ საბოლოო მიზანს გადახედა.

კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საბოლოო შედეგის მიღწევამდე „დრო აღარ რჩება“. შეერთებული შტატების ლიდერის თქმით, მოლაპარაკება თუ ჩაიშალა, ამერიკა საერთაშორისო დონეზე ისრაელის პოზიციების დაცვას ვეღარ შეძლებს, რაც სავარაუდოდ ბოიკოტის და დიპლომატიური იზოლაციის საფრთხეს გაზრდის.
XS
SM
MD
LG