ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ისრაელის კომენტარს პასუხობს


სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იალონის სიტყვები „შეურაცხმყოფელი და უადგილო"იყო

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს უსაყვედურა იმ კომენტარების გამო, სადაც გაკრიტიკებულია ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესისადმი ამერიკის ყურადღების ცენტრი.

სამშაბათს ისრაელის წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, მოშე იალონის სიტყვების ციტატები, სადაც ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ წარმოდგენილ ისრაელის უსაფრთხოების გეგმის შესახებ ამბობს, რომ: „იმ ქაღალდაც არ ღირდა, რომელზეც დაწერილი იყო“. გაზეთმა ასევე გამოაქვეყნა მოშე იალონის ციტატები, სადაც ის აკრიტიკებს კერის გულუბრყვილობას და სამშვიდობო პროცესზე მის ფოკუსირებას უწოდებს: „გაუგებარ აკვიატებულ აზრს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამას სამშაბათს, მოგვიანებით მკვეთრად გამოეპასუხა და განაცხადა, რომ იალონის კომენტარები „შეურაცხმყოფელი და უადგილო იყო, განსაკუთრებით ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რასაც შეერთებული შტატები ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებისთვის აკეთებს“. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ კერი და მისი კოლეგები დღედაღამ მუშაობდნენ ამ საკითხზე, რადგან კერისთვის ისრაელის მომავალი უაღრესად მნიშვნელოვანია.

გასულ წელს, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი კერი უკვე ათჯერ ესტუმრა რეგიონს.
XS
SM
MD
LG