ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მორიგი აღმასრულებელი განკარგულება


პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშრომელთა დღის აღსანიშნავად ახალ აღმასრულებელ განკარგულებას აწერს ხელს.

შეერთებულ შტატებში დღეს მშრომელთა დღეს აღნიშნავენ. სექტემბრის ყოველ პირველ ორშაბათს ამერიკელთა უმეტესი ნაწილი ისვენებს და ამ დღეს პარკებში, სანაპიროებზე, თუ ეზოებში პიკნიკებს აწყობს. ფედერალური დღესასწაულის აღსანიშნავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს აღმასრულებელ განკარგულებას აწერს ხელს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებათა 300 000 კონტრაქტორს წლის განმავლობაში 7 ანაზღაურებადი ბიულეტენის დღე ექნება.

აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტი ბოსტონში გამართულ მსვლელობაზე აკეთებს. ამერიკის დემოკრატ პრეზიდენტს თეთრ სახლში ყოფნის სულ 16 თვე რჩება. მისი ახალი აღმასრულებელი განკარგულება ძალაში 2017 წლიდან შევა. ბიულეტენის დღეები მშრომელებს საშუალებას მისცემს ისინი საკუთარი, ან ოჯახის წევრების სამედიცინო საჭიროებისთვის ისე გამოიყენოს, რომ ხელფასი არ შეუწყდეს.

XS
SM
MD
LG