ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ისევ კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობს


ამერიკის პრეზიდენტი ალასკის შტატში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოდის და არქტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ალასკის შტატს სტუმრობს. ის კლიმატური ცვლილებების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოდის, რომელშიც არქტიკის რეგიონში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე საუბრობს.

კონფერენციას შეერთებული შტატების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური პირები, მეცნიერები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრება. თეთრი სახლის განცხადებით კონფერენცია ზოგადად პრობლემის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ აისახება ტემპერატურის მატება არქტიკაში დანარჩენ მსოფლიოზე და რა შეიძლება გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG