ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოწოდება


ობამამ ისრაელის და პალესტინის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის და პალესტინის ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

რამალაში პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენციის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მოლაპრაკება ვერ დაიწყება, თუ სადავო საკითხების მოგვარება ყველამ წინასწარ მოინდომა.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოლაპარაკების განახლების წინაპირობად ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG