ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ისრაელის მეგობრობა


ბარაკ ობამა: წმინდა მიწაზე მშვიდობამ უნდა დაისადგუროს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელში თავისი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამერიკა-ისრაელის საუკუნო მეგობრობას ვერაფერი დაარღვევს.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით:“ მთელ რეგიონში ცვლილების ქარი ქრის, რომელსაც იმედთან ერთად გარკვეული რისკებიც მოაქვს. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის და შეერთებული შტატების ურყევ კავშირს.“

ბენ ჰურიონის აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ წმინდა მიწაზე მშვიდობამ უნდა დაისადგუროს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მადლობა უთხრა მხარდაჭერისთვის:“ მადლობთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისტორიული ცვლილებების ჟამს ისრაელის გვერდით დგახართ და აღიარებთ მის უფლებას ნებისმიერი საფრთხის წინაშე დამოუკიდებლად დაიცვას თავი.“
XS
SM
MD
LG