ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ კონგრესმენები ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებით გამბედაობას გამოიჩენენ.

ობამას არ უსაუბრია კონკრეტულად ახალ პრეზიდენტზე და მის ინიციატივებზე, თუმცა თქვა, რომ „იმედი აქვს, კონგრესის წევრები იმსჯელებენ ფაქტებზე დაყრდნობით მაშინაც კი, თუკი ისინი მათი პარტიის პოზიციების საწინააღმდეგოა.“

ობამამ ეს განცხადება ბოსტონში, კენედის ფონდის მიერ დაწესებული ჯილდოს „სიმამაცის პორტრეტების“ მიღების შემდეგ განაცხადა.

„დიდი გამბედაობა არ სჭირდება იმას, რომ დაეხმარო მათ, ვისაც აქვს გავლენა და ძალაუფლება, გამბედაობა სწორედ სუსტებისა და დაუცველების დახმარებას სჭირდება“, - განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის სისტემის ე.წ. „ობამაქეარის“ ახალი საკანონმდებლო პაკეტით ჩანაცვლებას დაუჭირა მხარი. თუმცა მის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის თანხმობაა საჭირო.

ამ ჯილდოს წინა მფლობელები არიან ამერიკის ორი ყოფილი პრეზიდენტი : ჯორჯ ბუში უმცროსი და ჯერალდ ფორდი. ასევე გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო.

ჯილდოს სახელი ჯონ კენედის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვით ეწოდა. წიგნი მოგვითხრობდა ამერიკის რვა სენატორის შესახებ, რომლებმაც პრინციპული და არაპოპულარული შეხედულებების გამო საკუთარი კარიერა საფრთხის წინაშე დააყენეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG