ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ენერგეტიკული პოლიტიკა


მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას ენერგეტიკის სფეროში თავისი პოლიტიკის გატარებისთვის. ფასების ასეთი სისწრაფით ზრდა, კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი საშუალო ამერიკელის მდგომარეობას.
ოთხშაბათს ბარაკ ობამამ ორი დღიანი ტური დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის ოთხ შტატს ესტუმრება. უცხოურ ნავთობზე ამერიკის დამოკიდებულების შემცირება და მზისა და ქარის ენერგიის უფრო ჭარბი რაოდენობით გამოყენება პრეზიდენტის მთავარ გზავნილს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ხუთშაბათს ბარაკ ობამა მექსიკის ყურეში ნავთობსადენის წინააღმდეგობრივი პროექტის დაჩქარების შესახებ მხარდაჭერას გამოხატავს.

XS
SM
MD
LG