ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო კრიზისის განხილვა თვის ბოლოს განახლდება


კანონმდებლებთან შეხვედრა კვლავ შედგება 26 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტი აზიური ტურნედან დაბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებთან თვის ბოლოს კვლავ გააგრძელებს მოლაპარაკებებს, რათა წლის ბოლომდე გადაწყდეს მძიმე სამთავრობო საფინანსო პრობლემები.

ობამა ამჯერად აზიის სამდღიან ტურნეში იმყოფება. თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯეი კარნის განცხადებით, კანონმდებლებთან შეხვედრა კვლავ შედგება 26 ნოემბერს, როდესაც მოხდება ე.წ. "ფისკალურ უფსკრულის" სახელით ცნობილი საბიუჯეტო კრიზიდან თავის დაღწევის გზებზე საუბარი.

აზიური ტურნედან პრეზიდენტი ოთხშაბათს დაბრუნდება, ხოლო ხუთშაბათს ამერიკა მადლიერების დღეს აღნიშნავს, რის გამოც კანონმდებელთა დიდი ნაწილი ვაშინგტონში არ იქნება.
XS
SM
MD
LG