ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა დღეს კონგრესის ლიდერებს ხვდება


აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ფისკალური უფსკრულის თავიდან აცილების გზებზე მოლაპარაკებას გამართავს

პრეზიდენტი ობამა, დღეს, კონგრესის ლიდერებს ხვდება და მათთან მოლაპარაკებას ე.წ. „ფისკალური უფსკრულის" თავიდან აცილების გზებზე გამართავს.

ვაშინგტონი „ფისკალურ უფსკრულს" პირველი იანვრისთვის მოსალოდნელ საბიუჯეტო კრიზისს უწოდებს. თუკი პრეზიდენტმა და კანონმდებლებმა ბიუჯეტის თაობაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, 2013 წლის დასაწყისში სეკვესტრი ავტომატური რეჟიმით ჩაირთვება, რაც დანახარჯების 600-მილიარდიან უპირობო შეკვეცას და ამერიკის მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

ეკონომისტების აზრით, სეკვესტრი შეერთებული შტატების ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას ისევ რეცესიის ფაზაში დააბრუნებს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი უმუშევრობას 7.9-დან 9 პროცენტამდე გაზრდის.
XS
SM
MD
LG