ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2015 წელს, ობამა ავღანეთში 9, 800 ჯარისკაცს დატოვებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ 2015 წელს ავღანეთში 9, 800 ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, და რომ ჯარების სრული შემადგენლობა იმავე წელს გავა ქვეყნიდან თუ ავღანელი ლიდერები უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს.

პრეზიდენტმა ეს გეგმა სამშაბათს გაასაჯაროა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2014 წელს აშშ დაასრულებს საბრძოლო მისიას ავღანეთში და ქვეყნის უსაფრთხოებასზე პასუხისმგებლობას მთლიანად ავღანურ ჯარებს გადააბარებს.

"2015 წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებს 9, 800 ჯარისკაცი ეყოლება ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში, ამერიკა იქ ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან იქნება წარმოდგენილი, 2015 წლის ბოლოს კი ამერიკული ჯარების რაოდენობა კიდევ ერთი ნახევრით შემცირდება",-თქვა ობამამ და დასძინა, რომ ამერიკული ჯარები ამ მომენტში მხოლოდ ქაბულში და დედაქალაქთან ახლოს, ბაგრამის ბაზაზე იქნებიან. 2016 წლის დასასრულს ამერიკული კონტიგენტი მთლიანად გამოვა ავღანეთიდან და ქვეყანაში მხოლოდ ერთი საელჩო გააგრძელებს მუშაობას, განაცხადა პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირებებმა- უსაფრთხოების პაქტს მოაწერონ ხელი, პრეზიდენტ ობამას თავდაჯერებულობა მისცა ეს გეგმა გამოეცხადებინა.



XS
SM
MD
LG