ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ყოველკვირეული მიმართვა


პრეზიდენტმა მიმართვა კვლავ ეკონომიკის საკითხებს დაუთმო

პრეზიდენტმა ობამამ ყოველკვირეული მიმართვა კვლავ ეკონომიკის საკითხებს დაუთმო. მისი თქმით, გასაჭირში ჩავარდნილი საშუალო კლასი ამერიკის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ამერიკელმა მწარმოებლებმა ბოლო 3 წლის მანძილზე ნახევარ მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს პოზიტიური შედეგია, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ამ პროცესის აჩქარებაა.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეული მიმართვა ალაბამას შტატის წარმომადგენელმა, მარტა რობიმ გააკეთა. მან ყურადღება თავდაცვის დეპარტამენტში დაგეგმილ შემცირებებზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ გაუსხვა ხაზი იმას, რომ კონგრესმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ 1 მარტს ავტომატური შეკცვეცები არ მოხდეს.
XS
SM
MD
LG