ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა დაპირებებს ასრულებს


პრეზიდენტის ყოველკვირეული მიმართვა კონგრესთან მიღწეულ შეთანხმებას მიეძღვნა

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ის ამომრჩევლებისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და კონგრესთან ერთად საგადასახადო კოდექსის შეცვლაზე მუშაობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, საგადასახადო კოდექსი ძალიან ხშირად მდიდარ ამერიკელებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა, რაც უმეტესად საშუალო კლასის ხარჯზე ხდებოდა.

დღეს გაკეთებულ ყოველკვირეულ მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად მიაღწიეს ყველაზე მდიდარი 2 პროცენტი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდას. ეს კონგრესთან მიღწეული ორპარტიული ხელშეკრულების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. კოდექსის შეცვლამ საშუალება მისცა ამერიკის მთავრობას საშუალო კლასი გადასახადების გაზრდისგან დაეცვა და ქვეყნის ეკონომიკა კი მოსალოდნელი რეცესიისგან ეხსნა. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, იმისათვის, რომ მილიონობით ამერიკელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს და შეერთებული შტატების ეროვნული ვალი შემცირდეს.
XS
SM
MD
LG