ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის ტაძარში მანდელა გაიხსენეს


მანდელას ხსოვნას პატივი ნიუ იორკში ორიათასზე მეტმა ადამიანმა მიაგო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00
ბმული

მსოფლიოს მილიონობით ადამიანის მსგავსად, ნიუ იორკში მცხოვრებნიც, ნელსონ მანდელას მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას და აღტაცებას გამოხატავენ. ადამიანის, რომელიც თავის ცხოვრების მანძილზე აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და თავისი აქტიურობის გამო ცხოვრების დიდი ნაწილი პოლიტიკურ პატიმრობაში გაატარა, რის შემდეგაც ის სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. გასულ კვირას, ის 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანდელა რასობრივი ბრძოლის და მტრულად განწყობილი ადამიანების ერთმანეთთან შერიგების სიმბოლოდ იქცა. მანდელას სამოქალაქო პანაშვიდის დროს, რომელიც ნიუ იორკის ისტორიულ „რივერსაიდის“ ტაძარში გაიმართა, ამერიკის ხმის კორესპონდენტმა დევიდ ფილიპსმა დამსწრე პირებს საკუთარი აზრი გამოკითხა იმის შესახებ, თუ რა მემკვიდრეობას უტოვებს მსოფლიოს ნელსონ მანდელა.

მანჰეტენის, „რივერსაიდ“ ტაძარში 2000-ზე მეტი მორწმუნე ოთხშაბათს, გვიან საღამოს ყინვის მიუხედავად მაინც შეიკრიბა, რომ გარდაცვლილი ნელსონ მანდელას ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. მანდელას დაბადების დღეს და სხვა მოვლენებს ამ ტაძარში 2005 წლიდან აღნიშნავენ.

ადამ ფრეიზერი მაშინ სულ რაღაც ორი წლის იყო, თუმცა მას ყოველთვის უყვებოდნენ კეიპტაუნთან მოშორებით, რობინ აილენდზე მდებარე ციხეში ნელსონ მანდელას მიერ გატარებული 27 წლიანი პატიმრობის შესახებ.

ადამ ფრეიზერი: და მას ამ წლების შემდეგაც კი სულის სიმტკიცე არ დაუკარგავს. ციხიდან 1990 წელს გამოვიდა. მას კვლავ ჰქონდა სურვილი, საკუთარი მიზნისთვის ებრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მიზნის შესასრულებლად მთელი მისი სიცოცხლე დაჭირვებოდა.

ბოსტონელი მარტინა ბოიეი, რომელიც ნიუ იორკში ლოცვაზე დასასწრებად სპეციალურად ჩავიდა, ამბობს, რომ მანდელამ შიშზე და ბოროტებაზე სიყვარულით გაიმარჯვა.

მარტინ ბოიეი: მან ეს განწყობა მეც გადმომცა. იტანჯებოდე ჩაგვრისგან და ზიზღისგან რომელიც მის გარშემო არსებობდა, და მაინც შეძლო დახმარების ხელი გაუწოდო ადამიანებს საპატიმროდანაც კი, აკეთო პოლიტიკა და თქვა რომ საბოლოოდ, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ.

კორესპონდენტი ეკითხება მას რა ემოციური განწყობას აძლევს მას ეს ღონისძიება?

მარტინ ბოიეი: ეს არის ერთგვარი საშუალება რათა, ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო მის მიერ განვლილი ცხოვრების მიმართ. იმის მიმართ, რაც მთელი მსოფლიოსთვის გააკეთა. მაშინაც კი, როდესაც ის როგორც მოღვაწე, ცნობილი არ იყო ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც მუშაობდა და იღვწოდა.

პოსტ-აპარტეიდული რეჟიმის მოქალაქე, ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი დევიდი, რომელიც დროებით ნიუ იორკში ცხოვრობს და მუშაობს, მანდელას „ერის მამას“ უწოდებს. მიუხედავად მისი წლოვანებისა, მას გარკვეული მოგონებები მაინც აკავშირებს მასთან, რადგან ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ის მანდელას პარტიულ შეკრებებს ესწრებოდა.

დევიდი: ამ შეხვედრების დროს სადღაც ცენტრალური ადგილიდან მოშორებით საკუთარ ძმასთან ერთად ვიჯექი, როდესაც დარბაზში მანდელა შევიდა და ზუსტად ჩვენს გვერდით დაჯდა. მან საუბარი დაიწყო. მას ჰქონდა მაგიური ძალა კონცენტრაცია მოეხდინა შენზე და ეგრძნობინება, რომ თითქოს სამყაროს ცენტრს წარმოადგენდი. ის ფანტასტიური ადამიანი იყო.

სტეფანი არდენგს, თეთრკანიან სამხრეთ აფრიკელს, რომელიც ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს, კარგად ახსოვს აპარტეიდის რეჟიმის სასტიკი წლები. მისი თქმით, მანდელა არ ყოფილა განებივრებული დაფასებით, თუმცა ახლა მთელი მსოფლიო მის მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს, რაც მნიშვნელოვანია.

სტეფანი: ბოლო დღეების განმავლობაში რამაც აღრფთოვანებაში მომიყვანა, ის არის რომ როდესაც ვუყურები საინფორმაციო გადაცემებს, სამხრეთ აფრიკაში სამოქალაქო პანაშვიდის მიმდინარეობას, დავრწმუნდი რომ ის განუმეორებელი, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა იყო. ის ყველა ადამიანს წარმოადგენდა. ამიტომაც იყო ასეთი განსაკუთრებული. ყველა ადამიანი მსოფლიოში საკუთარ მორალურ კომპასს პოულობს მასში.

ნელსონ მანდელას ცხედარი, შაბათამდე სამხრეთ აფრიკის ადმინისტრაციული დედაქალაქის პრეტორიის, ხელისუფლების შენობაში იქნება დასვენებული. შემდეგ მას მის მშობლიურ სოფელში, ქუნუში გადაასვენებენ, სადაც კვირას დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება.
XS
SM
MD
LG