ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა ეროვნული გმირის გარდაცვალებას გლოვობს


ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიალს მსოფლიოს ლიდერები დაესწრებიან

სამხრეთ აფრიკა აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლის, ეროვნული კულტის და გმირის ნელსონ მანდელას დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადება. 95 წლის ნელსონ მანდელა ხუთშაბათს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

პრეზიდენტმა ზუმამ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკამ „თავის დიდებული შვილი, ხოლო ერმა - სულიერი მამა“ დაკარგა.

სამხრეთ აფრიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიო ლიდერების და ცნობილი ადამიანების ჩასვლას ელოდებიან. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას და დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ, რათა კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი ნელსონ მანდელას ხსოვნას.

სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია 15 დეკემბერს გაიმართება. ნელსონ მანდელას სამუდამო განსასვენებელი აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში მდებარე მშობლიური სოფელი ქუნუ იქნება.

კვირა, 8 დეკემბერი სამხრეთ აფრიკაში ეროვნული გლოვის და ლოცვის დღედ გამოცხადდა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ზუმამ ხალხს ამ დღეს „ სალოცავ დარბაზებში, ტაძრებში, მეჩეთებში, სინაგოგაში და საკუთარ სახლებში“ ლოცვისთვის და მედიტაციისთვის მოუწოდა, რათა სამხრეთ აფრიკასა და დანარჩენ მსოფლიოში ნელსონ მანდელას მიერ გაწეული თავდადება და ღვაწლი კიდევ ერთხელ დააფასონ.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG