ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნელსონ მანდელა კვლავ საავადმყოფოშია


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჯაკობ ზუმას განცხადებით, ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სტაბილური.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნელსონ მანდელა მალე გამომჯობინდება და დატოვებს საავადმყოფოს. როგორც სამხრეთ აფრიკაში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა ნელსონ მანდელას მორალურმა გმირობამ სამხრეთ აფრიკა თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია.
ნელსონ მანდელამ ციხეში 27 წელი გაატარა და 1993 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. ის მხოლოდ ერთი ვადით იყო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG