ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანდელა პრეზიდენტმა ზუმამ მოინახულა


ნელსონ მანდელას მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური - აცხადებენ მისი მკურნალი ექიმები

სამხრეთ აფრიკის ოფიციალური წყაროების ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა კვლავ საავადმყოფოში იმყოფება. მკურნალი ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ - სტაბილური.

94 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული უფლებადამცველი დღეს საავადმყოფოში სამხრეთ აფრიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯაკობ ზუმამ მოინახულა. მან ქვეყნის ყოფილი ლიდერის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საკუთარ ერს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. სულ რამდენიმე დღეში, 18 ივლისს ნელსონ მანდელას 95 წელი უსრულდება.
XS
SM
MD
LG