ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პოლიტიკას გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები აპროტესტებენ


მაღალი რანგის გერმანელი და სხვა ევროპელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონში ჩამოვლენ ამერიკის ადმინისტრაციის წევრებთან შესახვედრად და ამერიკის მიერ მისი მოკავშირეების მოსმენების თაობაზე ახსნა-განმარტებებს მოისმენენ.

გერმანიის განცხადებით, საგარეო და საშინაო დაზვერვის სამსახურების თავმჯდომარეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვლენ. ჯერჯერობით არ ზუსტდება მოგზაურობის თარიღი და თუ როდის გაიმართება შეხვედრები თეთრ სახლსა და დაზვერვის ეროვნულ სააგენტოში.

ევროკავშირის კანონმდებლები აცხადებენ, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს მომავალ კვირას შეხვდებიან იმ ბრალდებების ფონზე, რომელთა თანახმად ამერიკის საიდუმლო სადაზვერვო სააგენტო ელექტრონულად უსმენდა ევროკავშირის მოქალაქეებსა და ლიდერებს.
XS
SM
MD
LG