ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადაზვერვო სააგენტოს ნდობის აღდგენაზე მუშაობა მოუწევს


ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო სატელეფონო და ინტერნეტ მონაცემების მოგროვებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც აწარმოებდა. ამის გამოვლენამ შესაძლოა ჯაშუშების სააგენტოს სამომავლო მოქმედებებზე დიდი გავლენა იქონიოს.

ბმული

ბრალდებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო მსოფლიო ლიდერების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებს უთვალთვალებდა, ამერიკის ევროპელ მოკავშირეებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიმართ უკმაყოფილება ამერიკაში დაფუძნებულმა ინტერნეტ გიგანტებმა იაჰუმ და გუგლმაც გამოხატეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ჯაშუშების სააგენტო მათ მონაცემთა ბაზებს საიდუმლოდ აკვირდებოდა და ასობით მილიონი ადამინის კერძო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა.

სააგენტოს მიერ მონაცემების მასშტაბური მოგროვების გამოაშკარავების შემდეგ, კონგრესი, სავარაუდოდ, უკიდურესად საიდუმლო უწყებას ახალ რეგულაციებს დაუწესებს.

ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორი არმიის გენერალი კით ალექსანდერი პენსიაში მომავალი წელის დასაწყისში აპირებს გასვლას. მის შემცვლელს სააგენტოს პრესტიჟსა და მის მიმართ ნდობის აღდგენაზე ზრუნვა მოუწევს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ყოფილი მრჩეველი პოლ ტიაო ამბობს:

„ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორისთვის მნიშნველოვანი იქნება ურთიერთობები ეფექტურად მართოს და უცხოელ ლიდერებთან, სიგნალების მზვერავ სააგენტოებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სააგენტოს მიმართ ნდობა აღიდგინოს.“

ალექსანდერმა პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით განცხადება მანამ გააკეთა, ვიდრე მისი სააგენტოს ყოფილმა კონტრაქტორმა ედუარდ სნოუდენმა სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროა და თვალთვალის პროგრამები გამოავლინა. ამ ფონზე, საინტერესოა თუ როგორ შევა ალექსანდერი - ამერიკის მთავარი ჯაშუში - ისტორიაში.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი ჯეიმს ენდრიუ ლუისი ამბობს, რომ ალექსანდერს ეროვნული უშიშროების სააგენტოს მართვისთვის პატივს სცემენ. მან ჯაშუშების სააგენტოს სამხედრო განშტოება - კიბერ სარდლობაც შექმნა.

„არაერთ ადამიანს ვკითხე თუ რა მოუვიდოდა ალექსანდერს სნოუდენის სკანდალის შემდეგ. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან და არაერთი რესპუბლიკლელისგან მივიღე პასუხი, რომ ის შეუცვლელია,“ ამბობს ლუისი.

უშიშროების სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი უილიამ ბინი ამბობს, რომ სააგენტოს მიერ წარმოეული ჯაშუშოების მეთოდები ამერიკის კონსტიტუციას არღვევს. ის ასევე ეწინააღმდეგება ალექსანდერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შიგნით მონაცემების მასობრივი მოგროვება ტერორისტული აქტების აღსაკვეთად გამოიყენება.

ბინი არ მოელის, რომ სადაზვერვო სააგენტო ინტერნეტ და სატელეფონო თვალთვალს თავს დაანებებს:

„არ მგონია რაიმე შეიცვალოს პოლიტიკის და ეროვნული უშიშროების სააგენტოს საქმიანობის შეცვლის გარეშე.“

თვალთვალის შეწყვეტას არც პოლ ტიაო გამორიცხავს:

„ეს მათი მისიაა: მოაგროვონ ინფორმაცია ტეროტისტებზე, უცხოურ სადაზვერვო სამსახურებზე და კიბერ საფრთხეებზე.“

ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი და ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტოს და კიბერ სარდლობას სხვადასხვა ადამიანი უნდა მართავდეს და ეს განუსაზღვრელი ძალაუფლება ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში გენერალი ალექსანდერის ხელში არ უნდა იყოს.

ჯეიმს ენდრიუ ლუისი ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

„მისი ძალაუფლება მკაცრად კონტროლირდება. ის [ალექსანდერი] სამეთაურო რგოლის ნაწილია და ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით პორბლემა ამ შექმნილა.“

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელი კონგრესისა და ამერიკის მოკავშირე ქვეყნების წინაშე უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება.

ბმული
XS
SM
MD
LG