ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა პირობებს აყენებს


სამხრეთ კორეამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და სამხედრო პროვოკაციები, თუკი კაესონგის კომპლექსის მუშაობის განახლება სურს

ჩრდილოეთ კორეა კაესონგის ინდუსტრიული კომპლექსის წარმოების განახლებისთვის პირობებს აყენებს. სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე საწარმომ ფუნქციონირება ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე შეწყვიტა. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ეს იყო საპასუხო რეაქცია გაეროს სანქციების გამკაცრებაზე. ინდუსტრიულ კომპლექსზე გასულ თვემდე თითქმის 53 ათასი ჩრდილოეთ კორეელი მუშაობდა.

ფხენიანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ეროვნული თავდაცვის კომისიის სპიკერის განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი ძალადობრივი აქტი და სამხედრო პროვოკაცია, თუკი კაესონგის კომპლექსის მუშაობის განახლება სურს და მისი ბედი აწუხებს.

საწარმო კაესონგში 2004 წელს გაიხსნა. ის ორ ქვეყანას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონიდან 10 კილომეტრში, სეულიდან მანქანით სულ 1 საათის გზაზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG