ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული ფხენიანთან სალაპარაკოდ მზადაა


ამჟამად კენონგში მხოლოდ შვიდი სამხრეთ კორეელი მუშაა დარჩენილი

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ისევ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ორ ქვეყანას შორის არსებული ინდუსტრიული ზონის პრობლემების გადასალახად. ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ინდუსტრიული ზონა შეიძლება სამუდამოდ დაიხუროს.
სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ფხენიანმა მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს და კესონგის ზონაში წარმოება განაახლოს. ამჟამად კესონგში მხოლოდ შვიდი სამხრეთ კორეელი მუშაა დარჩენილი.
50-დან 43 მუშა ფხენიანმა ორშაბათს გამოუშვა ინდუსტრიული ზონიდან. დარჩენილ შვიდს კი - როგორც ფხენიანი აცხადებს - ადმინისტრაციული საფეხურები აქვს გასავლელი, რის შემდეგაც მათაც მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების უფლება.
XS
SM
MD
LG