ზორან ზაევმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის მარცხი გახდა. ზაევი მანამდე პარტია სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა.
პრემიერ-მინისტრმა განცხადება 22 დეკემბერს გააკეთა, პარლამენტმა კი მას მხარი რამდენიმე საათის წინ, ზუსტად ერთ დღეში დაუჭირა.
ადგილობრივ არჩევნებში მარცხის მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიული პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს და მთავრობის მომდევნო შემადგენლობასაც თავად დააკომპლექტებენ.
არ არის გამორიცხული, ახალ პრემიერ-მინისტრად პარტიამ დიმიტრარ კოვაჩენსკი წარადგინოს. ის დეკემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერად აირჩიეს, მანამდე კი კოვაჩენსკი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
Facebook Forum