ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის რამდენიმე წლის წინ დახურულ პლუტონიუმის ბირთვულ რეაქტორს აამოქმედებს და ურანით გამდიდრების პროგრამებსაც გაზრდის. განახლებული კომპლესი, რომელიც 5-მეგავატიანი რეაქტორის ჩართვასაც ითვალისწინებს, ფხენიანს მეტი ატომური იარაღის წარმოების საშუალებას მისცემს. რეაქტორი 2007 წელს ქვეყნისადმი ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ იქნა დახურული.
დღევანდელი განცხადება კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს. სამხრეთ კორეამ დაგმო ჩრდილოელი მეზობლის გადაწყვეტილება და მას საერთაშორისო შეთანხმებების დაცვისკენ მოუწოდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი „სინანულს“ გამოთქვამს ჩრეილოეთ კორეის აღნიშნული ნაბიჯის გამო და ორივე მხარეს „სიმშვიდის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდებს. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოკავშირეა.