ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში სიტუაცია დაიძაბა


ფხენიანის ქუჩებში გამოსულ ათი ათასობით ჯარისკაცს დიდი პლაკატები ეჭირათ ხელში

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა სარაკეტო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და შეერთებულ შტატებს დაემუქრა.

ფხენიანის ქუჩებში გამოსულ ათი ათასობით ჯარისკაცს დიდი პლაკატები ეჭირათ ხელში, რომლებზეც ჩრდილოეთ კორეის მტრებისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი.

ძალის დემონსტრაცია სამხედროებთან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

დაძაბულობა გასცდა კორეის ფარგლებს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით:

“ ჩვენ შეიძლება სიტუაციაზე კონტროლო დავკარგოთ და მდგომარეობა უმართავი გახდეს.“

ჩრდილოეთ კორეის შეშფოთება შეერთებულ შტატების ბომბდამშენების რეიდმა გამოიწვია, რომლებმაც სამხედრო წვრთნების დროს კომუნისტური სახელმწიფოს ტერიტორიას გადაუფრინეს. სტელსის ბი-2 ტიპის მობმდამშენებს ატომური ბომბების ტარება შეუძლიათ.

ამერიკელები მიჩვეულნი არიან ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროპაგანდისტულ საომარ განცხადებებს, თუმცა როგორც ვაშინგტონის მემკვიდრეობის ფონდის ექსპერტი ბრუს კლინგერი ამბობს კიმ ჩენ უნის შემთხვევაში სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე:

''ის შეგულიანებულია შორი რადიუსის რაკეტის წარმატებული გამოცდით. ასევე წარსული გამოცდილებით, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ყოველთვის თავს იკავებდნენ ფხენიანის პროვოკაციებზე ადეკვატური სამხერდო პასუხისგან. ამ გარემოებამ შესაძლოა კომუნისტური რეჟიმის ლიდერს წითელი ხაზის გადაკვეთისკენ უბიძგოს.“

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა შორი რადიუსის სარაკეტო და საარტილერიო დანაგდარები. თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდით ამჯერადაც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება. როგორც სეულში ჩასული ამერიკელი სენატორი ბობ კორკერი ამბობს:

“ იმედია მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და ვითარების შემდგომი ესკალაცია აღარ მოხდება.“

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერის ამბიციურ განცხადებებს ამერიკელი ექსპერტები სერიოზულად აღიქვამენ და მუქარის ასრულების პერპექტივას საკმაო შეშფოთებით უყურებენ.
XS
SM
MD
LG