ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა და კოსმოსური სატელიტები


კიმ ჩენ უნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ არის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ახალი კოსმოსური სატელიტების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფხენიანის ატომური შეიარაღების საკითხი მოლაპარაკების საგანი არასოდეს გახდება.

კიმ ჩენ უნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ არის და ფხენიანი მასზე უარს არ იტყვის მილიარდობით ამერიკული დოლარიც რომ შესთავაზონ.

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ვაშინგტონს და სეულს პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში ატომური ომით დაემუქრა.
XS
SM
MD
LG