ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა იმუქრება


ჩრდილოეთ კორეამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონს და სეულს ატომური ომით დაემუქრა. სამხრეთ კორეამ ფხენიანს მოუწოდა შეწყვიტოს მუქარა და უარი თქვას საომარ
რიტორიკაზე.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისი შეაიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის ჩრდილოეთ კორეიდან წამოსულ ნებისმიერ პროვოკაციას საკადრისი პასუხი გასცეს.

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან არსებული ერთობლივი სამრეწველო კომპლექსიის დახურვით დაიმუქრა.
თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი სერიოზულად განიხილავს ჩრდილოეთ კორეის განცხადებას და შესაბამის ზომებს მიიღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG