ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში


ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთის დედაქალაქში ხანმოკლე ვიზიტით ჩრდილოეთ კორეის მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდა. დაუზუსტებელი ცნობებით, პეკინში ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ უნიც იმყოფებოდა.

“ბლუმბერგ ნიუსში” გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფხენიანის წარმომადგენლებმა უმაღლესი დონის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ პეკინი დღეს, შუადღეს, მატარებლით დატოვა. გამოცემა სამ წყაროს იშველიებს, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პეკინში არა კიმ ჩენ უნი, არამედ მისი და იმყოფებოდა. პირველადი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს კიმ ჩენ უნის მმართველობის 7 წლის მანძილზე, პირველი ვიზიტი იქნება უცხოეთის ქვეყნებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG