ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩის მოადგილე მოსკოვიდან გააძევეს


უკრაინის საკითხის გამო, დაძაბულობა ამერიკასა და რუსეთს შორის სულ უფრო მწვავდება. დღეს, მოსკოვიდან რუსეთში ამერიკის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი გამოაძევეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმენტმა მოსკოვის საქციელს ამერიკის მხრიდან "არაპროვოცირებული" და მოსკოვის მიერ "ესკალაციური" უწოდა. რუსეთს არ განუმარტავს, რატომ ატოვებინებს რუსეთში მყოფ ნომერ მეორე ამერიკელ დიპლომატს ქვეყანას.

სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ რუსეთში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გორმანი საელჩოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომელი და გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო.

"რუსეთის ქმედება ჩვენი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მიმართ არ იყო პროვოცირებული და ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ესკალაციის ნაბიჯს. ამას მოჰყვება პასუხიც",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ამბობს, რომ გორმანს ვიზის მოქმედების ვადა არ ამოწურვია და რუსეთში 3 წელზე ნაკლები დაჰყო. ამიტომ, არ არსებობდა არც ლეგალური მიზეზი იმისა, რომ ამერიკელი დიპლომატი მოსკოვიდან გაეძევებინათ.

"მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაასრულოს ამერიკელი დიპლომატების და თანამშრომლების უსაფუძვლო გამოძევება და პროდუქტიულად იმუშაოს, რათა შევძლოთ ჩვენი მისიის აღდგენა. ახლა ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰყავდეთ აუცილებლად საჭირო პერსონალი ადგილზე, რათა ორ მთავრობას შორის კომუნიკაცია მოხდეს",- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG